კაკაბი (მიმუს)
რატომღაც მგონია შენა ხარ ფრინველი-კაკაბი, ყოველთვის, როდესაც გიყურებ, ძვირფასო, ამ კაბით მომავალს სოფლის წყაროსთან და თავქვე მიდიხარ სულ მარტო, თეძოებს მიარხევ, გიყურებ, დიდი ხარ. მე ცას ვხსნი, მარტივად, მამალი ქორივით ვეშვები, თუ ვინმე მიყურებს, ნამდვილად ასეა, მეშლება ხელი და ნერვები... ნერვებიც მიმტყუნებს ხანდახან ჩემთან რომ უნდა იყო და გამასწრებ, სხვაგან ხარ იყო და არადა იყო რა, განა და რა იყო? გამოფიტული მშრალი მიწა და ცა იყო. მერე შენ გამოჩნდი, მინდორში გიპოვე კაკაბი, სხვა ასი კაკბიდან გამოგარჩიე ამ კაბით და ახლა აზრი მითხარი, დაფიქრდი, თუ გინდა, რომ გამეხუმრო და გამომეცალო უბიდან გაიქცე. სანამდე უნდა შეძლო და ირბინო? დაგიჭერ, მაინც მივწვდები შენ ყურის ბიბილოს კბილებით. გაჩერდი ცოტა ხანს, პატარა ხელები მომე და გიამბობ, როგორ ვიქეცი მეორე პოეტად!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი