სიზმრად ნანახი ომი
` -აგვისტოს გმირებს- ბოლო დროს რაღაც სასაცილოდ ვღელავ და არც კი ვინტერესდები ამ მიზეზით, სახელად -„ღელვა“. ნუ მეფერები,ომი მოვა და მერე მარცხი ჯერ ის იქნება: დამივიწყონ ხელებმა შენმა და მერე: ჰაერს-შენგან ნაჩვევ სახეზე თათუნს თბილი თითების-ვერ ვისუნთქებ: პირველი ტყია! იტყვიან ჩვენზე,სიყვარული მესმოდა მათი, მე ახლა ვდგევარ აივანზე,აგვისტოს თვეა და ხვალ ომია,ანუ სახლის კედლებში ვხვდებით კაცნაკლულები (როგორც ვიცით,ისეთი ზათქით) რუსეთის ნაკრებს.(დაღლილი და ბორჯღალო მხრებით) და სანამ დილა ინათებდეს, მანამდე დავთქვათ შეხვედრა სადმე,თორე ხვალე საზღვართან ახლო ვიწვები,თავზე დამაყრიან კასეტურ ბომბებს. თუნდაც იმიტომ ვერ ამყრიან ტანიდან ფარხმალს, ხელებში რომ არ შეგატოვო ასეთი გოგო ჩრდილო მთებიდან მოხეტებულ უსახურ ურდოს, გზა ჯანდაბისკენ უნდა მივცე,ვუქციო გვერდი. ვერ ვეგუები მიწისა და ჰაერის ქურდებს, მე მეშინია ცრემლიანი ქართველი დედის. ... ცა რუხი იყო,ქარი ყეფდა,მიღრნიდა მუხლებს მერე აყეფდნენ გოშიები გადაღმა შარის. მე მეშიანია,იმნაირად მეზისმრე წუხელ, მუცლით დაგყავდა ჩემი შვილი და გეცვა შავი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი