მშრალი ხიდი


სადმე მერცხლის ბუდესავით
კუთხე მინდა თბილისში-
კედლებგამოულესავი...
რო წავიდე, ვინ მიშლის
ზედვაკეში (ბჟოლებშუა)
სახლში შუშაბანდიან.
კაცი რომ არ მოგეშვება-
ჭური მაქო თავღია.
დალევ,მჭადზე გადაიტან
ღამეს თავგზაარეულ
მეზობელთან და ჰაიდა...
დედისერთა მთვარეა...
ჩაუჯდები,ჭრიჭინები
გატკიებენ საფეთქელს.
წევხარ,წუხხარ,იჭიმები,
ნეტა მალე გათენდეს.
კაი კია შემოდგომა,
ხმება ნედლი თუთუნი.
მაინც თბილისს შემოდგომა
მინდა კვიცის ფრუტუნით.
მიხდენს ყველა ქუჩის თავი,
შუა წელი,
ფინიში...
ჰოდა,მერცხლის ბუდესავით
სახლი მინდა თბილისში.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი