Funeral tango


საუკუნეს გავარდნილი წამი ხარ,
ქარით ღობეს შეხეული პერანგი,
ყველაფერი კარგად არის - მკვდარი ხარ,
საკუთარ თავს არ ინაღვლებ, ვერ არგე
ვერც ვერავის...
რა გინდოდა: მინდორი...
ცხოვრობდი და გჯეროდა და აფრენდი,
მერე ცაზე დასახლება ინდომე,
არ იყავი ქრისტე, ვინ მოგართმევდა
თეთრი ღრუბლის ფუშფუშელა ლოგინებს?
(უჰ, რა უცებ შეიცვალა ამინდი),
ადგას ახლა (ყვავილებს მომლოდინე)
ქალაქს ძეგლი, ტყიბულში რომ დაგიდგეს.
ტელეფონი: ტუ... ტუ...ტუ...ტუ... არ ისმის
ხმა და რეკავს ვიღაც ტოლი, გაიხააა...
დედაჩემი ღაწვზე ფრჩხილებს დაისმევს,
ყველაფერი ცუდად არის... მკვდარი ხარ!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი