მი, რა გაცინებს?
` -„მე ერთი პატარა გოგო მყავს, დედამიწა გამითბო თითებით“- _ნიკა ჩერქეზიშვილი_ შენი ხვეული თმები მეხება, სანამდეც მწვდება, ისე მახურავს საბანი...იქვე, წვრილი ფეხებით, დარბის და ცქმუტავს ჩიხუახუა. შენი პატარა სუნთქვა სიოა, ველზე სიცოცხლის ყვავილს წამოშლის. ჩემ შემდეგ კიდევ ათასი მოვა და მილიარდი ამ სამყაროში, მაგრამ ძალიან ცოტა თუ იგრძნობს (ეს, როცა ჭკუა ცხრაა ქალების) გლეხი იყო და გავდე უინძორს, მზეს ხედავდე და გაკანკალებდეს. ....................................................... მე ერთი პატარა გოგო მყავს, პატარა-კუწკუწა თმებით. ცას სეტყვა წყრომად რო მოყავს, ვეხუტები და ვთბები. ვწერ სიტყვებს ველში SMS-ს, მივყვები ღამის ბაქანს. მაქსიმუმ- შევეწირო ლექსს! თვალს ვადევნებ და რა ვქნა, თავს. სტიქიური ნაბიჯი ტოვებს რაკეტის კვალებს. ვიჩეხები და არ ვიმჩნევ, ტანს ვიკლავ,კი არ მკლავენ. უ-უ,უ-უ და ისევ უუ, და მართლა კივის როგორ მატარებელი,ვისვენებ, ჩემო პატარა გოგო. შენ გძინავს.გარეთ რო ნახო, გარეთ ქაოსი ხალხის... მოვიგდე ზურგზე ოთახი , ოთახი, სადაც სახლობ. და დავატარებ მთა და ცად, ბაღ და ბაღ,მინდორ -მინდორ. საათი? თორმეტს გადაცდა, თორმეტჯერ გნახო მინდა. ........................................ დილა: ხვეული თმები მეხება. სანამდეც მწვდება, ისე მახურავს საბანი...იქვე, კედლებს ეხლება, კუდაბზეკილი ჩიხუახუა. ........................................ P.S. -მი,რა გაცინებს?
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი