მთვარეს მკერდი ევსება, ანუ: კიბო აღარ აქვს


წუხელ გვიან მივედი,უბნის ბიჭებს ცხელოდათ,
შუაღამე იყო და ლუდის კასრი წინ ედოთ.
ისე მთვრალი ვიყავი, სიარული მრცხვენოდა,
დაძინებას ვლამობდი, ბევრს რომ აღარ მივედო.
რანაირი ცა იყო,ნუ,რაღაცა ფსკერივით
ოკეანის.მეგონა,ჩავყვინთე და ვეძებდი
თევზებს,ანუ ვარსკვლავებს,სადაც ისიც ერია-
მორკალული კალმახი,ანუ მთვარე.მეძებრის
თლებიდან ვხედავდი,მიდიოდა წინდაწინ.
თქვენც ხომ იცით, მე როგორ მიყვარს მთვარის ყურება,
ან მთვარეზე სონეტებს ჩემზე უკეთ ვინ დაწერს?
მთვარე მეკვნიტება და მთვარე მეხრამუნება.
მთვარეს კიბო აღარ აქვს,მკერდი ისევ ევსება,
გადაღლილის იერი მოიცილა სახიდან.
პოეზია ხიჭვივით არათითში მესობა
და სამყარო იწყება ჩემი წარმოსახვიდან.
........................................................................................
მთვარე დაბოლილია (შეჩვეული ოპიუმს)
შანელის მოდელივით მიუყვება პოდიუმს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი