შენი არდანახვა-ქარი


ახლა ერთი ვარ და მარტო
ჩემი მეორე "მე" მახლავს.
ასე დაარიგეს კარტი,
ასე შემიყვარა სახლმა.
ასე გავრთულდი და ზოგჯერ
წყეულ სიმარტოვეს ველტვი.
შპალერახეული ლოოჯი-
ხედად...არაფერი მეტი.
ზოგჯერ მეღიმება კიდეც,
ზოგჯერ მეტირება უფრო.
მინდა,ისევ ყანას ვმკიდე,
მთებზე მოწოლილი ქუფრი...
მთებზე მოწოლილმა ქუფრმა
მითხრას სახლში წასვლის ალო.
მქონდეს გლეხი კაცის სუფრა
და შენ იღიმოდე, ქალო.
აუუ,რანაიარად ვიცი
ზოგჯერ ახირება რამის.
შენ რომ ღამის პერანგს იცვლი,
შენ რომ...(რას გაიგებ ქალის).
შენ რომ ყურძნის ფოთლებს აფენ
კეცზე მიტყეპებულ მჭადებს,
თვალი გამომირბის რაფერ,
როცა მიდიხარ და ჭამდე
(მერე ჰორიზონტიც რჩება)
შენი თეძოების რხევა...
მომდის,უნებურად ჩემდა,
მძიმე ნაფაზი და ხველა.
მიმი,მელანდება- გარეთ
მთვარე ჩამოვიდა ციდან.
შენი არდანახვა -ქარი
სულში შემიძვრა და ცრიდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი