წამიღე, ღმერთო
ვუყურებ ქუჩას,ქუჩაში- ტრანსპორტს, ტრანსპორტში- ხალხი,მანამდე -კიბე. აქ ახლა ოთხზე მეტია კასტა, რაც მე დავთვალე, არადა კიდე დავთვლიდი,ოდნავ დრო მინდა მეტი. პირველი-ბებო-გაწვდილი ხელი, მეორე- ქერა ბიჭი კლარნეტით მიწისქვეშასთან და თვალგახელილ ნომერი სამი: მუშებსაც ვხედავ- (მაჯის საათი.წუთები შვიდის). მთელი დღე ელით სიცხე და ხედვნა, წესით რომ, ალბათ, ფრთებს უნდა შლიდნენ. ნომერი ოთხი: მიდის და რუჯავს მყრალი სიგარით ცას და პერანგი აცვია მუდამ ერთი და ლურჯი და პროფესორის კარიერამდე ის ლექსებს წერდა.მე ასე მითხრეს, მე ისიც მითხრეს,რომ ახლა უჭირს; ჩემ თუთაშხია ძმებს მალავს ციხე, სხვებს აპურებდნენ და ახლა კუჭი უხმებათ...ასე- ნომერი ხუთი. ნომერი ექვსი: იქნებ გავჩერდე? ივლისის ხვატი სულს ისე ხუთავს, სხვა ხვატებისგან გამოვარჩევდი. ნომერი შვიდი:მამას მეგობარს არა აქვს ბინა,ცოლსაც გაშორდა. ახლა მას ჭიქა ღვინო ეყოფა, სულ ცოტა ბედი და ეშმაკობა. გავა(რვა)რებულ ასფალტზე სხედან დაუბანელი ბავშვები ციგნის. ჩემი ქალაქის ფერადი ხედი, ტროტუარებზე დაყრილი წიგნის ქალაქი...ანუ ახლა აქ ხიდებს ფეხებს აბამენ,პლატინის ფეხებს. შეგეშინდება გარეთ გახვიდე, ელვა და მოლოდინია- მეხიი! ვუყურებ ქუჩას,ქუჩაზე- ტრანსპორტს, ტრანსპორტში- ხალხი,მანამდე- კიბე. მისმინე, ღმერთო,მე ისეთს რას გთხოვ?: -წამიღე, ცაზე გამომაკიდე, რაც შეიძლება სულ უფრო მაღლა, თითქოს რაღაცის სიმბოლო-დროშა. არც არაფერი იფიქროს ხალხმა, არც სადმე ფრთები დამეხეს დროში. წამიღე,ღმერთო!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი