შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა
შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა, გაზაფხული მოვიდა და იებმა წალეკეს ვაკე, დილით მოთოვა, მარტმა იმაიმუნა, დღეს არ მოხვალ? აკრიფე, ტელეფონზე დარეკე. მთელი ზამთრის დღეები რანაირად ვიარე: მავთულს ბაწრით გამობმულ ნაგაზს ვგავდი, ვფიცავარ. ჰოდა, თვალდახელშუა, მთვარე იმშობიარა თებერვალმა, ქოთანში შუშანები ვიცანი. შენი სახე მაგონებს ახლა ბუონაროტის ტილოზე გამოსახულ კეთილშობილ მადონებს, შენი ყველა ღიმილი მახსოვს, აღარ ამომდის თვალებიდან, წავალ და ისევ შენთან მანდომებს მოსვლას... მიმი, მარტო ვარ, ახლა ისე მარტო რო, უცებ წარმოვიდგენ და გაგიჟება მომიწევს: ხვალ რო წამოგიაროს, მართლა რომ მიმატოვო, ან სულ მთვრალი ვივლი და ან რაღაცას მოვიწევ. .............................................................................. შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი