ჩერქეზას
,,ძმა, ეს ცხოვრება სიკვდილად არ ღირს" ნიკა ჩერქეზიშვილი ,,ძმა, რანაირად ხრჩოლავს ამინდი, მომწყინდა გულის ხელით ტარება." ნიკა ჩერქეზიშვილი ნიკა, შენ ჩემში ჩადევი ნაღმი, იცი, რა მიყვარს, აი, შეხედე: ,,ძმა,ეს ცხოვრება სიკვდილად არ ღირს"- და ვეუბნები გზაში შემხვედრებს მაშინაც, როცა გარეთ ამინდი ხრჩოლავს და გულსაც ხელით ვატარებ. მე ვიცი ძმაკაც როდის წავიდე და როცა წავალ გამოატანე შენი ლექსების სითბო და სევდა ქარებს, კისრიდან -ცრემლის კამარა. ვცხოვრობ და მარტო არა ვარ ბედად, ვცხოვრობ და ვნანობ-ბევრგან არა ვარ. ............................................................ მე ახლა შენთან მოვდივარ, ძმაკაც, ჩამოვიტოვებ უკან მალაკნებს. ამღვრეული ვარ დილიდან რაღაც, მოვალ და რამე მელაპარაკე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი