ზოგჯერ მებუტება ხოლმე ჩემი ფისო..
ზოგჯერ მებუტება ხოლმე ჩემი ფისო, მიზეზს ნუ იკითხავ,სულ უბრალოდ ისე. მერე საათობით,ვზივართ,დუმილს ვისმენ, ასე გაუგებრად. გავარკვიე ის ვერ: სად დაიწყებს თეთრი კატასავით კრუტუნს, სად სევდას და ხელებს ჩამოაყრდნობს ნიკაპს. რომელ სავარძელზე გაიკეთებს ბუდეს, სულ ერთია,ყველგან,ერთნაირად მიყვარს. ყველგან ერთნაირად მემეტება ხოლმე ჩემი ვნებიანი ცხრაათასი კოცნის დასაცხრომად...ზოგჯერ ცები მკარნახობენ: შენ სული გაქ მეტი,ვიდრე... რაა ხორცი? გარეთ ჭადრებია ძროხებივით ლუში, ცაზე კენწეროთი მღვრიე ღრუბლებს ძოვენ. მე ვწევარ და ახლა ამ ლექს-წერილს ვუშვებ, დაელოდე,აბა,რავი,როდის მოვა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი