წარმოსახვა, ანუ პირველად ზედვაკეში..
სულ მალე დადგება აპრილი, უმარტივესად,ისე,რომ შენსავით მოაბრიალებს თვალებს და ჭრელი კისრებით განაზდებიან ნუშები, გლეხები უყებს დახნავენ. მე იქ არ წავალ უშენოდ თუ წავალთ -ერთად და ახლავე! ავუხვევთ :გორაა..გორაზე სამი ძმა -სამი ალვისხე. თითქოს და ვიღლები ხომ ასე, მაინც ბავშვივით ვანრისხებ მეზობლის (ფერებში მოწყობილ) ფინიებს,მავთულზე გასულებს. მიყვარხარ,ღმერთია მოწყალე, მე- გლეხს შენ-მეფის ასული. უბერავს სიო და გზადაგზა ტყემლების ყვავილი თოვდება. მაცოფებს, მახელებს, მაბრაზებს მიტოვებული ოდები. მოთხარეს საჭურისთავე აყალო მიწა ბიჭებმა. რა ვუყო,ჭკუა ვერ ვისწავლე: დავლევ და ვაფრენ და ვიჭრები. გზადაგზა-ბებრების თვალები ენაცვლებიან გვირილებს. გაინტერესებთ, ქალებო? ჰო,ესეც ჩემი ირინე... იღიმი-მზეა და როცა- არ: ქარია.ტყემლები თოვდება. ხელმოცარული ცაა და მიტოვებული ოდები...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი