სულ არაფერი... შენ-ყველა ფერი-ჩემი
სულ არაფერი... სევდა ისევ... საიდან? არც ეს ვიცი და გარეთ შოშიებმაც დამუწეს პირი. მე ვეძებ სითბოს, ღმერთის დიდი სუფრიდან ნამცეცს. სხვა არაფერი, არაფერი არ ხდება, ირი. შენ გავხარ... მაგრამ სულ არავის არ გავხარ ახლა. მე ვგავარ... თუმცა მეც არავის ვგავარ და ასე: ერთმანეთს გვანან ერთმანეთზე სხვადასხვა ხალხი. და უთენია (კიბეებთან) მათ რევერანსებს ვიღებ და რატომ? მე რავიცი.ხდება და...მეთქი- ვინა ვარ ,აბა?- ზამბახებმაც მიხარონ თავი. წავიღებ ჩემ თავს ჩემი ლექსით, მგონია, ერთხელ. და ყველას გეტყვით, მეგობრებო: კარგათ იყავით! მი, ახლა ისე მეტირება (დამთვარდა ომი), მი, ახლა ისე მენატრება, წაგართვა ხელი. არა მაქვს ძალა...არაფერი ...მიზერი ღონე. მაქვს მარტო იმის იმედი, რომ კვლავ ამიხელენ თვალებს ხელები...ხელებს უფრო ჭირდებათ ტრფობა, თრობა ვისწავლე უწყინარი, დავაგდე ალკო. და უწინარეს - მინდა შენთან ურთიერთობა. დღეს ადრე მოვალ,უნდა დიდხანს გელაპარაკო.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი