მიმი, C Est La Vie


მიმი,ჩავთვალოთ,მასივია ახლა პარიზი, 
ჰოდა- მე და შენ მივსეირნობთ.მტკვარი სენაა. 
უკანასკნელი ლექს-მწერალის დამაქვს ქარიზმა, 
და გეუბნები, ჩემო კარგო ,მისმენ- 
C Est La Vie. 
  არაფერია: არც ქარია... წვიმაც...მზეც -არა! 
  სულ არაფერი... იმღვრევიან ცაზე ღრუბლები. 
  ეგ სიმართლეა,სიკვდილისთვის ადრე მეცალა, 
  ჰო, აწი აღარ და... არასდროს დავიღუპები. 
ვინმეს თუ დღემდე გაგიგიათ კაცი კონკია 
სულით 
და არა შესამჩნევი შავი ქოშიდან. 
ახლა ცხოვრება სიყვარულის ოკეანეა, 
და პირდაღებულს მე და შენი თავი მოშივდა. 
  და გეუბნები: არაფერი არის ავდარი... 
  არ შეგეშინდეს...დაიჯერე,თვალებს ვუშანთავ 
  ღამეებს. მიმი, გაზაფხულის ცისკარს გადარებ- 
  შენი უბრალო პოეტი და მთვარის გუშაგი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი