შენ ჩემი კოცნით დაიწყებ დილას (მიმუს)


შენ ჩემი კოცნით დაიწყებ დილას,
მე გარეთ გავალ და პირველ ხურდებს
ჩამოვარიგებ...მესკიამ თივა
მოიპარა და პატარა ბუდე
უნდა შემოდგას მსხალზე.სულ ველი
მზეს,მიმი,მინდა სამიოდ აბი
შენი ღიმილის...ხედავ,სულელი
მარტიც კი გვჩუქნის დღეებს, რომ კაბით
იარო...ასე გავყურებთ გამზირს,
მოცურდა ცაზე მსუქანი მთვარე.
ახლა ჩემს დაფნას დაგადგამ თავზე,
და მერე, ღმერთო, მომკალი ბარემ,
ოღონდაც ჩემი ლექსები დარჩეს,
ოღონდ შენ დარჩე, პატარა ქალო.
მე იქაც შენი ღიმილი მარჩენს,
როგორმე იქაც მოვთაფლავ ქარონს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი