ზოოპარკი, ანუ ჩემი გოგო ფისოა
-მიმის, რა თქმა უნდა_ ჩემი გოგო ფისოა, ძილი უყვარს ბუხართან. ვუყურებ და მისივე სიზმრებს ლექსად ვუხატავ. მე მეცხვარის ლეკვი ვარ, მე ჯერ ყეფაც არ ვიცი. მარტო ერთხელ შევკივლე, პირველად რომ ამიცრა უკეთურმა ყოფამ და ღამეებმა დეკემბრის. ვარდით ყვავის მყოფაადი, წარსულები-ეკლებით. პარადოქსი: მე -ჩემთვის. არ ვმკითხაობ მომავალს. მთვარე- თეთრი მეჩეთი, რუხი მგელი-მოლაა. ქარი -მეზობლის ქალი: ენა გაუტლეკია. შენ კატის კნუტს იმგვანებ, მე მეცხვარის ლეკვი ვარ. ........................................ ჩემი გოგო ფისოა, ჩაიძინებს ბუხართან. ვუყურებ და ვისვენებ, სიზმრებს ლექსით ვუხატავ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი