მიმი, პირველი თოვლიც მოვიდა..
თოვლი მოვიდა,პირველი თოვლი ქალაქში, სადაც ასე ბევრობენ. ზედვაკეში კი ხუთასი კომლი, მხოლოდ ხუთასი კომლი ელოდა ამ თოვლს... თავიდან ცა იყო რუხი, ჰაერი- თბილი. მერე- გაწვიმდა. სველი მკლავები უმძიმდა მუხებს, ალბათ, ბაბუა ვერცხლის ყანწიდან ლოცავდა შობის ბრწყინვალე დილას. მეზობლის ბიჭმა ჩხართვები მოკლა. გუშინ მითხარი, რომ შენ თმებს იჭრი- უფრო მოდურად და უფრო მოკლედ. და მოკლედ რომ ვთქვა,თოვლი მოვიდა. შენ რომ იცოდე, მიმი, ის ეზო ჩემი მამულის...მონაყოლიდან იცი და...იცი კიდეც მიზეზი როგორ მაბოდებს ჭრიალა სახლი, დღეს მწერენ, თურმე თეთრია კალო. წამო, ჩავიცვათ თუ გინდა ახლა და ვიგუნდაოთ პატარა ქალო.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი