ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ (მიმუს)


ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ,
დავზოგოთ ღმერთის ბოძებული მძიმე ჰაერი.
და მერე ისე, რომ გაიგონ მთელ ქვეყანაზე,
თუ როგორ გვიყვარს,გავაყოლოთ ცაში ფლაერებს
წარწერა: ,,ჩვენი სიყვარული არის მარადი”.
კი იცი ქარი მერე როგორც აათამაშებს
და სათითაოდ ქალაქები მოიპარავენ,
მთელ ქვეყანაზე კი არა და მთელ ქვეყანაში.
იტყვიან,როგორ შევიკავეთ სუნთქვა ენაზე,
რომ მერე გვეგრძნო უფრო მეტი მისი სიხშირე.
ახლა ეს გრძნობა დიდი არი აღმაფრენაზე,
უნდა გაკოცო, გთხოვ, ტუჩები გამომიშვირე.
შეხედე,ქარი დირიჟორობს ორკესტრს კამერულ-
შემოდგომიდან გადატანილს შობის კვირაში-
სველი ფოთლების... რა ძნელია ირუსთაველო,
ან შედარებაც ვის მოუვა ტავის წინაშე
ასე უმწეო...
მე მელნით ვწერ,რაღა კვირბები,
გული არ მქონდა გასაცემი სხვისთვის ნასახი.
და, რა თქმა უნდა, ქალიშვილო, გაგიკვირდებათ,
ისეთი ციცქნა იყავით, რომ შეძლეთ დასახლდით
პირდაპირ ცენტრში,მთავარ ძარღვზე,ანუ კოფოზე,
სადაც წყაროა დანარჩენი არტერიების...
მე ღმერთს ვუმადლი და პოეტურ მეტამორფოზებს,
დღეებს ,რომლებიც მარტო შენზე მაწერინებენ...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი