მინდა, ყავას შენი ლოყა დავაყოლო..
ყავას, მინდა, შენი ლოყა დავაყოლო, მერე პირველ მოთოვილზე გავიდე, ოღონდ გარეთ თბილი კოცნა გამაყოლე, რომ იანვრის გულამღვრეულ ამინდებს ასე ჩაცმულ-გალღობილი შევეომო, ქუჩებს ფეხქვეშ დავიდევდე არარად. მერე ისევ (თუ არ მეყო) შემოგივლი ღიმილის და კოცნის მოსაპარავად. რა მაგარი პოეტი ვარ, გასაკვირი: აღარ ვსვამ და არ ვეწევი არაფერს, სხვანაირი აღმაფრენის ასაკი მაქ, შენი სითბო ერთ დღეს მოვიალაფე...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი