მიმი, ალაბათ ივლისში..


გაყინული მოვედი, მიმი, ახლა გარედან,
ჩაი მინდა ცხელი და რაღაც უნდა მოგიყვე.
ო,იმდენი ვიფიქრე შენც გაგანდობ ბარემ და
მომეშვება.
ივლისში,ალბათ,ცოლად მოგიყვან.
არა,მართლა როგორი კაენია ცხოვრება,
ჰო,შენ არ დაიჯერო და გეუბნები:მწირავდა.
ახლა აქ სიარულის ნდომა გამიცხოველდა,
მე ჩემი მზე გამიცვდა და უცებ შენ მიწილადე.
ცაზე დაწვა ღრუბელი-გაფხორილი ფლამინგო,
თეთრი ცეცხლი ავანთე,კუდიანებს-არული.
პოეტი ვარ,მიმუნა,და ზოგჯერ უნდა გამიგო,
შემეშლება თუ რამე და თუ რაღაცას ავურევ.

შენ ნუ მოიღრუბლები,შენ სულ იმხიარულე...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი