ოღონდ ჩემთან იყავი..
ახლა წვიმა მწყურია, ცას გაწვიმდეს არ უნდა, მე შენიდან მივდივარ,მხოლოდ დაბრუნებამდე. ზედვაკელი პოეტი გასენტიმენტალურდა, ჰო და მინდა, რატომღაც,(ოცნებაა) მე მგავდეთ ყველა თბილისის ზურგზე ფეხით მოსიარულე, ქუჩებია ღამის და მანქანების გარბენი. ბევრი აილეწება,ისე მოსრიალდება, პოეტები ვიდგებით თითზე ჩამოსათვლელი. მიმი,მე მაპატიე ასე მედიდურობა, მე შენამდეც მტანჯავდა ,,განდიდების მანია". ჩემს ცხოვრებას უთუოდ დავასათაურებდი ლაკონური სახელით, გი დე მოპასანივით, რომ მე ადრე ,,ლამაზი მეგობარი” ვიყავი, ახლა მტანჯავს მახინჯი სულის უმეგობრობა. სისხლის ბოლო წვეთებიც ლექსებს გამორიყავენ, დასალევად კი ყველას შენი სული ეყოფა. ოღონდ ჩემთან იყავი!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი