მიმისთან
თავი მიკროავტობუსის მინაზე, თვალებიდან საახალწლო თბილისს ვრთავ, მთვარე მომდევს ყოველ მეტრზე, ვიაზრებ, მეძებარი ძაღლივით და მიმისთან უნათურო, მყუდრო, ბოლო ოთახში ჩემი ფოტო ახატია მონიტორს. მერე მიმი ადუღებს თუ მოხარშავს რძიან ყავას და ღიმილით მომიტანს. მერე "კატა-თაგვობანას" ვთამაშობთ, ის ფრაუა, მე-უბრალო ვიკონტი, მე მეორე პოეტი ვარ ქალაქში, მაგრამ თავსაც ბუნებრივად ვიკატებ. მერე ქვევით (ღამე არი) კორპუსის შესასვლელთან, ქარი ძვალს რო იღრღნიდა, ვაბოლებ და...ყვითელი ავტობუსით (გულს ვტოვებ და) ტანი მიმაქ დიღმიდან.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი