მიმი, მი..
მე ახლა ისევ მორისონს ვუსმენ, ქარი გარაჟებს უგინებს დედას. წუხელ მაჯაზე გითვალე პულსი, მშია და ცისფერ ეკრანზე გხედავ. ჭაღებს ფილტვებზე დაედო ბოლი და, რა თქმა უნდა- თვალებზე ლიბრი. მე ვიცი ჩემი ცხოვრების ბოლო: წინასწარ ლექსებს-ყვავილებს ვიბნევ გულზე,რომელსაც დააჩნდა ღარი... და სისხლი დადის მღვრიე და თბილი... მე მინდა ასჯერ ასეთი ღამე, რომ მილიონჯერ გხედავდე დილით. ზეცას გაუშრა წვიმა და ცრემლი, მოუხდა მზესაც ბაგეზე ღიმი. მე კვლავ იმ ნაცნობ ჭადართან გელი, მიდი რაა.. დროზე ჩამოდი, მიმი...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი