უბატონო (უპატრონო) სამშობლო


რაზე ვწერო ახლა მე, ჩემი ძველმოდურობა,
რომ რამეთი დავმალო? თემა მინდა ახალი.
ჯანდაბას თუ ბარდღალა მთვარე მომემდურება,
სახეშეცვლილ ზედვაკელს ვარსკვლავები ნახავენ.
უნებურად მოხდა, რომ სული ავაკიაფე,
ჩემი მეგობარივით მომდის გასხივოსნება.
რა ვქვნათ -გაგორებისას, ჯდება მარტო იაქე-
ზოგმა ცრუპოეტებმა, ზოგმა დიდმა მგოსნებმა?
მე ვარ ნაცარქექია,იმ დევს მე მოვერიე,
ისე მიყვარს მზერით რომ დავანაცრო ღადარი,
ვხმარობ რკინა-საკეცეს და მეტ ალეგორიებს,
ამ ლექსისთვის ღორივით კისერს გამომღადრავენ.
საწყალი საქართველო გადამფრენი წეროა...
საწყალი საქართველო რძეგამშრალი ძროხაა,
კაცმა აღარ იცის, თუ როდის მოიწველება,
აიეტის ხარები ყანას როდის მოხნავენ...
მზეზე მიჭირს დაწოლა...ცხელა..გადავირიე...
დღემ ყურები დაიხშო და ცამ პირი მოკუმა.
მზიან საქართველოში (ცოტა გასკვირია)
ყველა გლეხის ბაბუას ბატონი ყავს მოკლული.

ასე დამრჩა ხელებში უბატონო სამშობლო...
უპატრონო სამშობლო...

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი