კედელი
არ გამოხვიდე შინიდან. არ მიჰქარო. თუ შიპკას ეწევი, მზეზე რაღა გინდა, ჯიგარო? -იოსიფ ბროდსკი- დილიდან ვუხმობ და... ღმერთი არ მაგონებს, ვუყურებ სახლიდან და ხედი: სახლები... ბოლო დროს ჩემ ლექსში გახშირდა ჟარგონი, არ მინდა, არ მინდა სახლიდან გახედვა. მიდი, დალიე ჩაი და მიჯექი კუთხეში...მოძებნე წითელი ,,მარლბორო" რა შეგრჩა, როცა გეგონა,იჯიქე... სარკმლიდან დამპალი წარსული აბოლე. მუსიკა:პრესლი და სხვა დოზა-ლენონი, სხვა ენა არ ვიცი...ნათარგმნი ვიონი. ადრე ხომ პრერიის ძუ ლომებს ეომე, ახლა დაღრეცილ კედლებთან იომე. ესროლე გარეთა სამყაროს თათმანი, ინანე სიტყვები,რასაც კი როშავდი. რაღაცა უღრანი ძალები გმართავენ, და ვიდრე დაწვები,მანამდე მოშარდე! დღეებმა დაკარგეს თავისი სითეთრე, აღამებს აისებს მოსული დრო-შარი. საწყალი სხეული სულისძვრით მივთენთე და ცივი კედელი ვერაფრით მოვშალე...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი