კოკო


-ჩემ ერთადერთ ძმას ნიკუშა აბესაძეს!
ძმა,მე ამ ახვრებზე მდიდარი ვარ,შენ რომ მყავხარ-

კოკო,ხორცი შეჭამეს,ლამისაა ძვალი ხრან,
ისე წამომესიენ კაცის სახის მრღნელები.
თავზე ნუ გადამისვამ ხელს და რამე არ მითხრა,
მე ხომ ვიცი,ხვალ ან ზეგ მაგრად ამემღერება.
ახლა გზაზე მე და შენ (რომ დაგვთვალონ)ორნი ვართ!
და ეს უფრო მეტია, ვიდრე ვინმეს ლაშქარი.
უფალმაც რომ გამწიროს,რაღაც არა მგონია
ცოტა -ცოტა ვიანგლეთ...დიდი რა დავაშავეთ?
კოკო,ხელი მომეცი,შენი ხელი კაწაწა,
კოკო თბილისს უყურე ფეთიანი თვალებით.
დააპირეს ბოზებმა ზედვაკელის გაძარცვა.
ჩვენ მოყვარე არა გვყავს,ამათ გაუხარდებათ:
რომ სხვადასხვა ქუჩაზე გვიყურონ და გვეფერონ...
შენ ხო გჯერა უთუოდ, სხვებმა თუ ვერ იწამეს,
რომ უბრალო კაცი ვარ და უბრალოდ,მეფე ვარ,
ოხ,მეც ისე მაგრად რო,რავი დედას ვფიცავარ...
კოკო,ბინა არა გვაქვს,ფული მიდის ქირაში,
მერე,ალბათ,დრო გავა და ცოლებსაც მოვიყვანთ,
დავრჩეთ ასე მართალი ერთმანეთის წინაშე
ისე მაგრად გვიყვარდეს,აი, ახლა რო გვიყვარს.
კოკო,ჩემნაირი ხარ,აპროტესტებ კრავობას,
ზედვაკელი მგელი ხარ,თუმცა მაინც კრავები
გეცოდება სალუკმედ..ხორცს თვლი არარაობად.
ერთმანეთი გვიყვარდეს,სხვებს თუ არ ვეყვარებით!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი