ლექსი-საყურე
მაქათუბანი...უბისა...ბორითი... სახლამდე რა დარჩა?-საათი ორიოდ. ავალ და უნდა დავრჩე ორი თვე რაც გინდა წვიმა და ქარი-ბორიო ზღარბის ზურგივით ბალახებს ჯაგრავდეს, რუები მოგავდნენ ამღვრეულ მორევებს. თავს გავიმეტებ,დავთვრები,ჯანდაბას! მე, ჩემი მთვარე და შემდეგ კი ორივე ამ ღამეს ხალმის ყველივით გავტეხავთ, რომ ცვარი ავართვათ აისის სამყურებს. იქნება მოხერხდეს,ვიფიქრე ამდენ ხანს, ცალ ყურზე ლექსი დაგკიდო საყურედ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი