სამარგალოში-ჩეე გევარასთან


ოკვანწაია ხიდეზე მოვალ,ჩქიმ,
ჯამბაზივით ვდგავარ და ხელს რომ არ ვკიდებ
სახელურებს,
მიხარია,ჩეე,
ზევით ავხედავ და მოჩანს ხომაკირდე-
სახემოღრეცილი სოფლის მატიანე,
მტკვარივით მდორდება ოჩხომური.
მერე კი ჩხავერით ვატიალებთ
სევდას
და სიგარეტი უცხოური
ბოლდება თხილნარებში შიგადაშიგ,
რა კაი ყოფილა სამარგალო...
და შენ მეუბნები -იმ ქალაქში,
როცა ჩამოვალო აღარ დავლევ.
კისერდაშვებული შავი ულაყები
ძოვით ჩხოროწყუმდე დაყვებიან.
მთვარე მოუხდება ამ ცხელ შუადღეებს,
შუაღამიდან რომ გადმოგვაღებინა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი