თავში ავარდნა 1 ,ანუ როგორ ერკალება ზედვაკელს მთვარე
ვიწყებ ისევ მოსალმებით- გამარჯობა! მე ტყეები გადმოვსერე უსიერი. ახლა მთვარეს მთაწმინდაზე ვდარაჯობ და ვარსკვლავები ასე თვალებკუსიები რა ჯავარდენს გაცვენილან?- რავი აბა... მიხარია კიდევ ერთი უხეირო ახირება- რითმებს მწვანე კალიებად ვახტუნებ და თუთუნს ვახვევ, ვიხუმრებ და- ბოლო დროა, რაღაც თავში ამივარდა, რა და..ალბათ -არაფერი,მაგრამ მაინც: ადრე ასე ლაპარაკი არ მიყვარდა, თავმდაბალი კაცი მყავდა საფიცარი. ქალაქია...სადაც ბევრი ეკალია, ერთი ვარდი...მირჩევნია იონჯა ვთელო ბებერ მუხურაში,გერკალება თავზე მთვარე... ზედვაკელო,გიო-ჯან! სევდა სადაც გეკარება იშვიათად, სადაც ქარი პენტავს ბამბას -ალუბლებს. ჩაირბინე... მარტოობა იშვილე და მონატრებულ მთებსაც გაესაუბრე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი