მეშვიდე ცაა ჩვენს ზემოთ


მე და შენ ვდგავართ აივანზე...ჰოდა ,ვეწევით.
მეშვიდე ცაა ჩვენს ზემოთ და... სართული -მეცხრე.
ჩვენც შეგვიძლია ფრენა,მაგრამ
ვერ დავეწევით,
მით უმეტეს, რომ
ჩვენზე სუსტი ფრთები აქვთ, მერცხლებს.

მოიწი,
ყელზე ჩამოგკიდო მძივი გიშერის-
ძაფზე ასხმული წინწკლიანი შავი მოცხარი.
წვეთები თავებს ღრუბლებიდან გამოიშენენ,
შენი სახიდან ფერ-უმარილს ჩამორეცხავენ.

აი, გაწვიმდა...
გისველდება ტანი, ხელები...
მე შემიძლია, გახელებით ამ ხელებს ვკოცნო.
მე გეუბნები -"ხატო!"
შენ კი-"რა მკრეხელი ხარ!"

ხვალიდან უნდა შენს სურათთან დავიწყო ლოცვა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი