ისეთი გოგოა, ვერაფრით იფიქრებ სხვა რამეს


გოგონას,რომელსაც მკერდი არა აქვს საერთოდ,
შენ კი გინდა, რომ ყვითელი რეზინის ბურთებით,
როგორც დელფინი-ისე და იმგვარად გაერთო,
არცერთი ალერსის სიტყვა არ დაგრჩეს უთქმელი.
არადა ისეთი შარმის პატრონი გოგოა,
ხანდახან, თვალებს რომ ჭრელი ნუკრივით დანაბავს,
არა გაქვს განწყობა...მაგრამ ახერხებ როგორღაც,
როგორღაც ახერხებ და უძღნი სევდიან ბალადას.
ისეთი გოგოა,ვერაფრით იფიქრებ სხვა რამეს,
ის უნდა შეიშნო- ერთხელაც სალამი თუ გითხრა.
შენც უნდა თავი დაუკრა და უთხრა- სალამი,
მაქსიმუმ-შენი სულელი ლექსები უკითხო.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი