თუ ვერ გაიგებ, არ აგიხსნი..


თუ ვერ გაიგებ, არ აგიხსნი.. მაინც ერთია...
ან ასახსნელიც რაღა არის,მეც რომ აგიხსნა?
მინდოდა,მთვარე ბნელ ოთახში შემომეთრია
და ოქროსფერით შემემოსა ჩემი ნაძვისხე.
მერე წვიმებად შენი თმები უნდა შემეჭრა
(მთვარისფერია ...ყვითელი... თუ ოდნავ მოქერო).
მაშინ საათზე კი არა და წუთზე გევაჭრე,
კოცნაა რაა და ფერებითაც ვერ მოგეფერე.
არადა თოვდა... (ან ამასაც რატომ გიყვები).
აია-თოვლში ეხვეოდა -ძველი სატახტო.
სენტიმენტები მე იქამდე გამაბრიყვებენ ,
მღვრიე რიონში საკუთარი თავით გადავხტე.
მერე შავი ზღვა,ანდა რავი...პალიასტომი
ჩამითრევს გულში...დახრჩობამდე უნდა ვიგინო.
სიკვდილი თუა,ასე უფრო მაგრად ასწორებს,
მაგრად ასწორებს საკუთარი ნებით სიკვდილი!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი