ქალი-ანგეში
შუქნიშანი...წითელი... (აგერ მე და აგერ შენ) ქალი მოდის...ვითომ რა? რა და როგორც ანგეში მოდის...ქუჩა -ბალახი ფეხქვეშ მიმოითელა. შიშველი რომ მანახა... გადამშალა იმდენად, საჭეს ხელი გამეშვა, ძმაკაც,შენი ნიკაპი სასაცილოდ დაეშვა, ვინ მიგიშვებს იქამდე? მკერდი ისე მოუგავს მთვარეს ნამარიობებს, ნაღდად არის საჭირო მოთმინება იობის. ჰოდა წარმოიდგინე: (წარმოიდგენ ვერაფრით) მკერდზე გადმოიწვინე, როგორც სველი სელაპი. და დათხვარე ტუჩებით მისი ძუძუს კერტები. ზოგს რა აზრი უჩნდება... ზოგს რა ცეცხლი ედება... გიზიარებ იგივეს, რასაც ვფიქრობ-იდეას, ახლა წარმოიდგინე, რომ მე ვგავარ ფიდიასს: ხელში მაგრად მიჭირავს მარმარილოს ფეხები და ვთლი,ამის ნიჭი მაქვს, და უფრო მეხერხება: წინააღმდეგ დინების კალმახივით აყოლა ენით...გეცოდინება, როგორ გადამაყოლა გენმა ასეთ ჩანჩქერებს (აგერ მე და აგერ შენ) ქალი ქუჩას აჩერებს, მოდის, როგორც ანგეში.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი