სან,მზეა გარეთ,ანუ პარიზში გადარბენით


- მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებით
ხოლო თქვენს მშობლიურ,საყვარელ ქალაქთან
აპრილის მწუხრია. -
სანდრო დგვარელი(სან -ტიბო)

სან, მზეა გარეთ რაღაცა უნიათო.
ჩვენი ილუზია ისევ პარიზია.
და ამ სნეულ თბილისს
ხელით თუ მივათრევთ
ღმერთთან:
დიაგნოზით- სრული ამნეზია.
ახლა ყველა ქუჩა შეშლილია,
თავებს ლექსებით რომ ვისავათებთ,
სან,ჩვენ უგრძნობობის გვეშინია,
მოდი, მოვიძიოთ მისამართი...
და წინ... გავიხედოთ:ვერსალია...
აქ რომ ჭაობია, ნუ მისწორებ.
დავჯდეთ და დაღლამდე ვესაუბროთ
ასე მონატრებულ გულის სწორებს.
ბულონამდე(ჩვენ ენაზე- გროშებია)
ეტლი ვიქირავოთ ფრანკებზე.
ალბათ, გადაგვღლიან ალაფურშეტებით
ჩვენზე დახვეწილი ფრანგები.
ცას რომ ოცნებები დავანახეთ,
გადააჭარბებდა ეიფელს.
შენ ნამდვილი ფრანგი მამალი ხარ,
და მე ინგლისელი შერიფი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ სანჩოები,
ოდნავაც კი არ ვგავართ კიხოტეს.
არ გვაქვს პოეზიის ჩარჩოები,
უბრალოდ-პოეზია გვიხუტებს.
სად ხართ,დაკარგულო მადამებო?
ცაზე ქარიშხალი აბუნტდა...
ახლა პარიზში ვართ გადარბენით,
უკან ერთად უნდა დავბრუნდეთ.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი