რუსის გოგოვ, მე დაგარქვი ნასტია
რუსის გოგოვ, მე დაგარქვი ნასტია, დილით, როცა ცხრას აჩვენებს საათი. მე შენს სხეულს, როგორც ხელში პლასტინინს, ვამუშავებ თვალებით და სამამდე ვასავათებ ოცნებებით გონებას. სამზე უკვე შენ ბრუნდები და მერე: ფიქრი ქუჩის ყველა ხეზე თოვდება. უბნის ქალებს-ცოცხალ ფარულ კამერებს ეზიზღებათ ზამთარი და მეც თურმე გაზაფხული მყვარებია აგრერიგ. რუსის გოგოვ, გაზაფხულზე მესტუმრე, და მაისში ცხრაზე ადრე ავდგები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი