... და ახლა თბილისი უშენოდ ვინებე
თბილისი ...მზე და ოდნავ მომრუშო ხედი და რადგან თვეა ივლისი, ქალაქი მოგავს ლავაშს თონეში. არ შეგიძლიათ,მადამ,რომ მომეშვათ? საკვირველია,გვიყვარდა როდენი ორივეს... ერთმანეთს რომ ვეღარ გავუგეთ, მიზეზი ჩემია-ცხოვრება ბოდვებით. დავრჩები მარტო...ან ცუდად,ან უკეთ. ამ ქალაქს ისევ იმგვარად ხატავენ, ძველი მოტივი-მეტეხი,ტივები... მიჭირდა უშენოდ თბილისის ატანა და ახლა თბილისი უშენოდ ვინებე.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი