სამარცხვინო დიაგნოზი-სილოთე
ასეთი ცა არ მახსოვდა მანამდე, მე ვიწექი გულაღმა და საოცრად ბაღში ერთი სირინოზი გალობდა. არც კი ვიცი,ალბათ,ამის გამო და უფრო მეტად იმის დამსახურებით- რომ მე ვგავდი ჩაბარებულ გამოცდას -იყო ჩემი მწვანე ეზო( სრულებით). ალუჩებზე გაზაფხული ხარობდა. და ცხელი მზე მიეფარა სანამ თვალს: ასე მწველი, ჭირვეული,ოჩანი. წაეპარა სიო შენ თხელ სარაფანს, საამური სურათივით მოჩანდა. ვან დეიკი დადიოდა ტილოთი, მეც მეჭირა უსიამო ქაღალდი სამარცხვინო დიაგნოზით-სილოთე. ის დღე კაკლის კენწეროზე დაღამდა.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი