მთვარეს კიბო აქვს
-ეკო მესხს- მთვარეს კიბო აქვს... რენტგენის სურათი ღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებად მომავალს,რომელიც არ არის სულერთი, რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად. მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი, გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით. კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები, ზაფხულის ღამეა და გარეთ კი... ეზოა ნათელი,მთვარიანი. ყორესთან-მეგობრების ხორხოცი. მინდორი -ისე ნამიანი, თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს... რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო, თქვენგანაც ველოდები სამძიმარს. ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება- მოკვდა მთვარე, რაღა აზრი აქვს, წერო... ვის ვუწერო სონეტები, როგორ დავითენებ ალიონს... კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე, წამო, ძუსის პირას დავლიოთ!!!
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი