დაუჯერებელიც არაფერი ..


დაუჯერებელიც არაფერი,
გამოღვიძებული ვერ ვიჯერებ:
ჭვავის ყანაში ვარ-
მთავარ როლზე.
სცენარისტი- ჯერომ სელინჯერი.

და ჩანს ყველაფერი აგდებულად,
ჭამენ პოლიტიკურ ბატალიებს.
ფსონი გატყდა შენზე დადებული,
ყოფა-მატყუარა ლატარეა

ყელში მიღვრის ცრელებს,უარესიც-
თქვენ თუ გიტირიათ კისერიდან?
აზრი აღარა აქვს ვიარსებო,
რადგან არსებობაც ისევეა

როგორც სიკვდილები მზიან ჯოჯოხეთში,
საიქიოს მცდარი წარმოდგენა.
ვცემე ხელჯოხებით ტანზე ჯოჯოები,
სულში მიძვრებოდენენ,
გამოვდენე,

საოცარი კია:ჩია კაცი,
მეტრა ნახევარზე მეტი მცირეოდენ.
დადიოდე...
მარტის რიონივით
გული გქონდეს,
ისე ირეოდე...

დადიოდე,მთვრალი გალასავით,
რაღაც ნაბიჯებით გოლიათურ.

მზეო,მარტო ერთხელ დამასწარი,
ღამე გაიმთვარე თავი,
გამინათე!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი