სიგარეტს და უშენობას ვწევ
ქარი-ქორი მიწრიალებს სულს, გულს კრიახი ეწყება. ჰე,გაფრინდი თუ გაფრენა გსურს. და ფიქრებიც მოწყდებიან მეწყრებად. ქურდმა თებერვალმა მოიპარა დღე. რა ვიცოდი?-ნაკიანი ყოფილა. ვიმარტოვებ მარტში. დაგემშვიდობე. ხელზე ნიკაპდაყრდნობილი პროფილით მე დაგიცდი. ასეთი ვარ სულ. მთვარე-ზეცის ფართო ხალი ივსება. აივანზე ფორთოხალი გავწურე, ვწრუპავ ასე... მუზის გამოისობით: გამალებით ვიკვნეტ თითებს,ვწერ. სიგარეტს და უშენობას ვწევ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი