დედა-თბილისი, მამა-იმერეთი
ჩემ მამულში გადაჯიშდა კოინდარი, ახლა თურმე მრავალძარღვა ამოსულა. ამ ქალაქში განა რა ჩამოვიტანე? ქუჩა-ქუჩა დავაბიჯებ ქაოსურად. რა მინდოდა? მე რომელი ტერენტი ვარ? ვფიქრობ ფხიზელ გონებაზე. მთვრალი არ ვარ. ეს თბილისი სულში რად შემომეტირა მუდამ სახემომღიმარი მთვარიანად?.. პლეხანოვზე ჭადრები რომ დაირწევა, მოვიგონებ გალას-მეფე გალაკტიონს! მე თბილისმა მიშვილა და ჩამიწერა. ჩემმა მამა-იმერეთმა მაპატიოს. ზედვაკიდან ზედ ვაკეში ჩამოვსახლდი, ლიხს იქეთის კარი გამოვიხურე და... მოხუცივით მომლოდინე ჩემი სახლი შეცივნული დგას და გზისკენ იყურება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი