დაგვზაფროს თბილისმა


მოდით, ვაქციოთ შარდენი მონმარტრად,
ვასუნთქოთ ჩარჩოში ჩახუთულ ტილოებს
და პოეზიას,რომ მოგვენატრა,
გაღმა-გამოღმა სანაპიროებს...
დავცალოთ ღელვისგან პარიზის სნობები,
მეტეხის პირდაპირ გავშალოთ კარვები.
ჰაერში ავტეხოთ სიტყვების სროლები,
თბილისის ზეცისკენ მივაპყროთ თვალები.
ვიკითხოთ ლადო და ვუყუროთ ფიროსმანს,
და ორთაჭალის გადამსკდარ ალუჩებს,
და ფერებს, რომლებსაც თბილისი იმოსავს,
და მზეებს, რომლებიც ტკივილებს აყუჩებს.
მერე ვუყუროთ თვალებში ერთმანეთს,
ვასწავლოთ ლოცვა და წითელი ღვინის სმა.
მე, ზედვაკელი გიო, გთხოვთ ერთ რამეს,
რომ უფრო მეტად დაგვზაფროს თბილისმა!..

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი