ემოცია მარტისგან


ასე არის:
თითქოს მზისგან იძულებით,
გოგოებმა მოიშიშვლეს ძუძუები.
ჩემთვის უფრო კაი არი, გაცილებით,
თქვენთვის ვამბობ:
ჯერ ადრეა,
გაცივდებით...

ხვალ აპრილი გამოისხამს ფერად კვირტებს,
ლექსებს რისხვად დავატეხავ სერაფიტებს.

მოვა ჟამი ნუშობის და ალუბლობის.
და მე მჯერა ჩემი გენიალურობის.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი