ღამეში ნასწავლი კოცნა
მინდორში მე და შენ ვფანტავდით ბაბუაწვერებს, გვირილებს. კოცნა მომინდა ძალუმად, მაგრამ ვერ გადაგიბირე. მერე შემოგვხვდა მდინარე, წყალს დაეწაფე დაღლილი. ლერწმისებრ გადაიხარე, აცეტებული ბალღივით. დილამდე ის დროც გავფანტეთ, რაც დაგვრჩა გაუფანტავი. უკან გადარჩა მინდორი, ყვავილები და ფანტანი. როგორ მოვიდა საღამო, თეთრი მზე-მთვარედქცეული. და ვარსკვლავების ლაშქარი, ბუდიდან ჩამოქცეული. შენც მოინდომე გაქცევა, შენც, როგორც ერთმა ვარსკვლავმა. დარჩი ღამეში მარტო და იმ ღამემ კოცნა გასწავლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი