ღმერთო_ტკბილო მამულო
ჩაიტარებს ხარაკირს გაზაფხულის ბოლო თვე, შემიძვრება ფიქრი და ხელად ამაბოროტებს, რომ დავტოვო საოცრად გადამღლელი ქალაქი და სურამში ქალებთან შევიძინო ჰამაკი. გადარჩება გზის უკან უბისა და ბორითი. მადლი გქონდეთ უფლისა,ნუ მიკითხავთ ორი თვე. გზად მამულის ხევდახევ ცხრაჯერ გავაჩერებ და მიმწუხრისას ნოხტაში პურს გავტეხავ ჩემებთან. მათთან ყოფნით მაძღარმა, არ ვიკითხო რაფერ ვარ, ღვინოს ვსვამდი წყალ_ წყალას,თუ მონასტრის საფერავს. ჩემი დღე და მოსწრება ვითომ ყოფას ვალაგებ, ჰეი,სისხლის ყივილო რამდენს მალაპარაკებ. ღმერთო_ტკბილო მამულო,სულიც აღარ მიცხონო, შენზე ფიქრის გარეშე თუ ერთი დღე ვიცხოვრო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი