მთიბელნი თიბდიან
თიბათვე… მთიბელნი თიბდიან, აგერა გორები, ველები… “დასხეით, ცის პირი მშვიდია. დააწყვით საწკეპი ცელები”. “აბაბა!” “ეშმაკმა დალახვროს!” – ამინდზე წყრებოდნენ (…გულიდან…) “მზით იფშვნიტებაო ბალახი”, მზე სოფელს გორი-გორ უვლიდა. “ძოღანაც გაფიცხდა სათიბი!” – ჯავრობდა ხნიერი ბეწინა. იქვე კი პანტის ძირ, ნათიბზე მთვრალ გაგას ბალღივით ეძინა. მთიბელნი თიბდნენ და ლექსობდნენ მზე ღულის გორებზე დგებოდა. “წინავ აქ ერისთავს ებრძოდნენ…” – აბიკა გმირებზე ყვებოდა. ღიღინით ქინთს ჰხდიდა მინდია “მოდითო, დააწყვით ცელები…” თიბათვე. მთიბელნი თიბდიან, აგერა ნათიბი ველები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი