სენს თვალებს-როშკის ...


შენს თვალებს - როშკის ტბებს,
შენს ხელებს..
შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას..
მე მხოლოდ სიზმარში შევეხე -
შენს სხეულს -
ნედლ ყვავილს, სუროსას..

შენს ნეკნებს,
შენს მკლავებს,
შენს ხალებს,
შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას,
მე მხოლოდ სიზმარში გიხილე
და მერე სიზმარმაც წამშალა..

შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ
შენს ფრაზებს,
შენს სიტყვებს - ავკარგებს..
მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე
და მერე სიზმარიც
დავგკარგე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი