რეცეპტი


ოდეს ჭაბუკა ქალსა გული უწუხდებოდეს,
სიცხე რომ არა ჰქონდეს და ისრე სუსტდებოდეს,
მაშინ მისი მკურნალი
არის ესე წამალი:
მოიყვანეთ ჭაბუკი, იყოს კარგი ტანადი,
ყმაწვილი, ჩინოვნიკი, მთავარი, გინდ თავადი.
რა იხილოს მან ქალი,მწოლარე სარეცელსა,
მოვიდეს მოკრძალებით, გულზე იდებდეს ხელსა,
დაიჩოქოს ცალ მუხლზედ, დიდხანს იყოს მდუმარე,
თვალთ ცრემლი გაუბრწყინდეს, შექმნას მან ოხვრა მწარე;
მერე უთხრას ხმა ნაზით: გეტრფი, გეტრფი და გეტრფი!...

ნახეთ, თუ ამ სიტყვებით ქალს ფერი მისცემოდეს,
ისე გულს აქ აქშენდეს, ხანდისხან ღამდებოდეს.
მაშინ ქალსა და ყრმასა მყის გადასწერეთ ჯვარი,
თვარა სხვაგვარ წამლობით იქნება მალე მკვდარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი