აი მზიას კარ-მიდამო
აი მზიას კარ-მიდამოც... ეზოში დგას თეთრი სახლი. რახანია აივანზე უძრავად ზის მურა ძაღლი. აგერ მამის ნაჩუქარი ფისუნია, აი დათვიც, შუშის თვალებს აბრიალებს, აუმართავს მაღლა თათი... მაგრამ მუარ დათვს არ უყეფს, შეარიგა მზიამ გუშინ, და ცხოვრობენ ასე ტკბილად თამაშში და სიხარულში. თეთრი სახლის აივანზე გაუმართავს მზიას ტახტი, ' მრავალფერად აჭრელებულ ნოხზე დედოფალა დახტის... კი არ დახტის, ზის მღიმრი, სიარული ჯერ არ იცის, რომ დააწვენ - თვალებს ხუჭავს, ააყენებ - იწყებს სიცილს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი