არსენას ლექსი
საქართველოში ვინც კი გაბედავს: კარგი შეაქოს, ავს უთხრას ცუდი - მან დაულოცოს ალგეთელ დედას ჩემი ნამუსის პატარა ქუდი! ნუ დამივიწყებს... აქაც დ იქაც დიდხანს სიცოცხლე გულით მინატროს, გულით აჯახოს ჭიქა ჩემს ჭიქას, კეთილი სიტყვით გზა გამინათოს. ახსენოს ჩემი ქერა ულვაში, ასე წმინდად რომ გადარჩენილა, და თეთრი ჩოხა - დროთა ბრუნვაში წვეთი სისხლიც რომ არ მჩნევია. ხელით კი არა, გულით ასწიოს, ნუ დამივიწყებს, ოღონდ მახსენოს, და თუ მტრის ტყვიამ წამომაქციოს კეთილი სიტყვით წამომაყენოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი